ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე მუშაობა დასრულდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე მუშაობა დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, გეგმის განხილვა ვიდეოკონფერენციის ფორმატში, პროექტში ჩართულ მხარეებს შორის მოეწყო.

მათი ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ევროკავშირის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სამცხე-ჯავახეთის მხარის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ასევე ადგილობრივი განვითარების (LAG) ჯგუფის წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.

„მონაწილეებმა ბორჯომისთვის აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს. ტურიზმის განვითარების გენერალურ გეგმაში დასახულია ტურიზმის სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა. იდენტიფიცირებულია სტრატეგიული მარკეტინგული შესაძლებლობები და გრძელვადიანი მიზნების მიღწევის საჭირო პროგრამები, ასევე გამოკვეთილია ის ტიპიური ბიზნესები, რომელთა განვითარებაც შესაძლებელია რეგიონში. COVID-19 პანდემიის გამოცხადების შემდეგ, აუცილებელი გახდა, მისი ასახვაც მომხდარიყო აღნიშნულ დოკუმენტში. თემას ერთი ქვეთავი დაეთმო - „COVID-19-ის შედეგად შექმნილი ახალი რეალობა და საჭირო ქმედებები.“

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება მხარდაჭერილია პროექტ „ENPARD-3: სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“-ს მიერ, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირის (EU) დაფინანსებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა