ფოთის „ცხელების კლინიკაში” მოთავსებულ ორ ბავშვს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ფოთის „ცხელების კლინიკაში” მოთავსებულ ორ ბავშვს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდგინდა. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის განცხადებით, დღეს ერთი პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან.

„ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ წლისა და ხუთი თვის გოგონას, ასევე, ექვსი თვის ბიჭს ლანჩხუთიდან „კოვიდ 19“ არ აღმოაჩნდათ. მათი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. მათ აღენიშნებოდათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები და მოთავსებულები იყვნენ ბოქსირებულ პალატებში. ორივე მათგანი უკვე გავწერეთ კლინიკიდან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინ კი შემოიყვანეს 66 წლის მამაკაცი ფოთიდან, რომლის სინჯი კვლევისთვის უკვე გაიგზავნა, "– განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:ფოთის „ცხელების კლინიკაში” მოთავსებულ ორ ბავშვს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო