ირაკლი ქადაგიშვილმა გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კახეთის გუბერნატორის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სოფლის განვითარების ახალი პროგრამა კახეთის ორ სამიზნე მუნიციპალიტეტში - ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში განხორციელდება. შეხვედრაზე მხარეები მუნიციპალური სამუშაო ჯგუფების შექმნაზე შეთანხმდნენ, სადაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენელთა ჩართვა და სოფლის განვითარების მიმართულებით წინადადებებისა და პროექტების განხილვა მოხდება.

„გაეროს განვითარების პროგრამა ევროკავშირის დაფინანსებით იწყებს სოფლის განვითარების ახალ პროგრამას, რომელიც კახეთის რეგიონში მოიცავს ორ მუნიციპალიტეტს - ლაგოდეხს და დედოფლისწყაროს. აღნიშნული პროგრამის მთავარი მიზანია სოფლად ეკონომიკური დივერსიფიკაციის ხელშეწყობა, დამატებით სამუშაო ადგილების შექმნა არასასოფლო -სამეურნეო მიმრათულებით, როგორიც არის მაგალითად აგრო ტურიზმი, ეკოტურიზმი გადამამუშავებელი მიმართულება, ასევე გარემოს დაცვის კომპონენტი და სოციალური ასპექტები. აღნიშნული პროგრამა განხორციელდება სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს მეშვეობით,"- განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის გენერალურმა მენეჯერმა, ნოდარ კრესელიძემ.

„დღევანდელი შეხვედრის დედააზრი გახლდათ, ის რომ მომხდარიყო ლაგოდეხისა და დედოფლიწყაროს იმ აქტივობების იდენტიფიცირება, რომელიც უშუალოდ არ იქნება დაკავშირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის შექმნასთან, მაგრამ დიდი მნიშვნელობა ექნება ეკონომიკის განვითარებისთვის. ლაგოდეხთან მიმართებაში ჩვენი წინადადება იყო თანამედროვე სტანდარტების, საბითუმო აგრო-ბაზარის შექმნა, რაც აქამდეც არსებობს, თუმცა განვითარების ახალი დონიდან და ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე, გაცილებით უკეთესად მოწესრიგებული და დარეგულირებული ასეთი ახალი ბაზები უნდა შეიქმნას," - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა