ამბროლაურში წყალსადენების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ამბროლაურში წყალსადენების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ცნობით, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბუგეულსა და კვაცხუთში წყალსადენების რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ჯამური ღირებულება 313 795 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულების შემდგომ, წყალი შეუფერხებლად მიეწოდება აღნიშნული სოფლების მცხოვრებლებს. წყალსადენი სისტემების მოწესრიგება რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.