გიგი წერეთელი შეზღუდვების შესახებ პროექტზე - კარგი იქნება, თუ ჯიუტად არ მიუდგებით, რომ „უმრავლესობა ვართ და გავიტანთ“

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ პარლამენტის თანხმობის გარეშე, საგანგებო ზომები არ უნდა იყოს მიღებული. როგორც მან პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ასეთ ვითარებაში, პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის სიძლიერისა და ზედამხედველობის მნიშვნელობაც უნდა გამოჩნდეს.

„საგანგებო მდგომარეობა იყო გამოყენებული და თავის დროზე, ჩვენ ამას დავთანხმდით, რადგან ვფიქრობდით, საჭირო იყო სწორედ იმისთვის, რომ ქვეყანას სერიოზული გართულებები თავიდან აეცილებინა. გვქონდა ჩვენი პირობა, ვადა, ასევე, კრიზისთან დაკავშირებით ეკონომიკური პროგრამა. ზოგადად, ამან იმუშავა. ხვალ სრულდება ეს ამბავი და კიდევ არის იმ საკითხის ინიცირება, რომ მთავრობას ძალიან ფართომასშტაბიანი უფლებამოსილებები პარლამენტის თანხმობის გარეშე გადაეცეს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმია, განვაცხადეთ, რომ კოვიდ 19 - თან და ეპიდემიასთან მიმართებით, აქტიურად ვმონაწილეობთ და ჩართულები ვიქნებით. კარგია, თუ ეს სულისკვეთება გავრცელდება და ჯიუტად არ მიუდგებით იმას, რომ უმრავლესობა ვართ და გავიტანთ, არამედ, ობიექტურად ჩავთვლით, რომ პარლამენტის თანხმობის გარეშე, საგანგებო ზომები არ უნდა იყოს მიღებული. პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის სიძლიერისა და ზედამხედველობის მნიშვნელობაც უნდა გამოჩნდეს, ეს არის ჩვენი ამოცანა და სურვილი,“ - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე დღეს მოხდება. კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, მთავრობას ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა