აჭარაში სხვადასხვა ოპოზიციური პარტია გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს

აჭარაში სხვადასხვა ოპოზიციური პარტია 8 მარტის შეთანხმების შესრულებას და გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნების თაობაზე, მათ ერთობლივი საგანგებო ბრიფინგი გამართეს.

„ევროპული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ზამბახიძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობას მას შემდეგ მიიღებენ, რაც ყველა პირობა შესრულდება.

"მოვითხოვთ, 8 მარტის შეთანხმების შესრულებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ამის შემდეგ, პროპორციული სისტემის შემოღებას საქართველოს პარლამენტში. მივმართავთ, აჭარის ხელისუფლებას, რომ ინიცირებული კანონპროექტი პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით გაგრძელდეს და ყველა პირობის შესრულების შემდეგ, პროცესში მივიღებთ მონაწილეობას. ეს არის ხალხის არჩევანი და ძალიან მნიშვნელოვანია 2020 წლის არჩევნების ჩატარებისთვის. ვფიქრობ, რომ ამ გზაზე აუცილებელია, შეთანხმების შესრულება, რაც მარტში დაიდო. ამ შეთანხმების შესაბამისად, აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემის შესაბამისად იქნება", - განაცხადა პეტრე ზამბახიძემ.

ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი გია აბულაძე აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს გიორგი რურუას გათავისუფლება.

"აუცილებლად უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და გათავისუფლდეს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა. აჭარის უმაღლეს საბჭოში ინიცირებულია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. კანონპროექტი სახელისუფლებო გუნდის მიერ არის ხელმოწერილი და მე აბსოლუტურად არ ვეთანხმები, რომ ეს ღია კარის მტვრევაა და ამით ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" გუნდი აჭარაში უუნაროები არიან და ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ ბიძინა ივანიშვილის გარეშე. მათ აქვთ კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და კეთილი ინებონ, კონსტიტუციაში ჩაიხედონ“ , - აღნიშნა გია აბულაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს