ნათია თურნავა - მზად ვართ, რომ პარლამენტში დიდი სიამოვნებით, ძალიან დეტალურად გავცეთ ყველა არსებულ კითხვას პასუხი

პრემიერ-მინისტრმა ბრძანა და მეც ვადასტურებ ჩვენი მთავრობის მთელი შემადგენლობით მზადყოფნას, რომ მივიდეთ პარლამენტში და ყველა არსებულ კითხვას გავცეთ პასუხი,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობა არსებულ გამოწვევას საკმაოდ ეფექტურად ართმევს თავს და ყველა არსებულ კითხვას დიდი სიამოვნებით გასცემს პასუხს.

„პირველ რიგში, ალბათ, მოსახლეობისთვისაა საინტერესო კიდევ ერთხელ და დეტალურად შეიტყოს, რა ნაბიჯები იყო გადადგმული ეპიდემიასთან ბრძოლაში, რამდენად ეფექტურად ვიმოქმედეთ ჩვენ, ერთი - რომ არ დაგვეშვა ეპიდემიის კატასტროფული გავრცელება, გვემართა ეს კრიზისი, მეორე - რა ნაბიჯებს ვდგამთ და გადავდგამთ ეკონომიკური კრიზისის შერბილების მიმართულებით. რასაკვირველია, ჩვენ აქამდეც საკმაოდ გამჭვირვალედ ვდგამდით ჩვენს თითოეულ ნაბიჯს. ყოველთვის ძალიან ფართო კომუნიკაცია გვაქვს და მოსახლეობას ვაგებინებთ ყველა დაგეგმილ ნაბიჯს. პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ, მზად ვართ, რომ დიდი სიამოვნებით, ძალიან დეტალურად გავცეთ ყველა არსებულ კითხვას პასუხი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ ეფექტურად ვართმევთ თავს ამ გამოწვევას და გვინდა, რომ კიდევ ერთხელ გავუზიაროთ ეს ცოდნა მოსახლეობას და დეპუტატებს,“ - აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებულ ანგარიშს პარლამენტს 27 მაისს წარუდგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა