ნათია თურნავა არ აკონკრეტებს, როდის მოიხსნება ავტომობილით სამზე მეტი პირის გადაადგილების შეზღუდვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა არ აკონკრეტებს, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ, კვლავ ძალაში რჩება თუ არა ავტომობილში 3-ზე მეტი პირის ჯდომის შეზღუდვა.

აღნიშნული შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე მინისტრი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით გარკვეული შეზღუდვები კვლავ იარსებებს.

„გარკვეული შეზღუდვები ჯერჯერობით იარსებებს. ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ეტაპობრივ მიდგომას. რადგან ვაკვირდებით, თითოეული შეზღუდვის მოხსნა რა გავლენას ახდენს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. ყველა შეზღუდვის ერთბაშად მოხსნა გაგვირთულებს ამ ანალიზს. თქვენ ხედავთ, რომ ის პირვანდელი გეგმა, რაც ორ თვეზე მეტ პერიოდზე იყო გაწერილი ახლა არის დაჩქარებული. ესეც ხდება ეპიდემიის მართვის გაძლიერების ფონზე“, - აღნიშნა თურნავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა