სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 12 ახალი საბავშვო ბაღი შენდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 12 ახალი საბავშვო ბაღი შენდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ მალხაზ თორიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, სოფელ ჯუმში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. ამასთან ერთად მოეწყობა სათამაშო მოედანი. პროექტს ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 800 000 ლარამდეა. სულ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით შენდება 12 ახალი საბავშვო ბაღი, ერთს კი სრული რეაბილიტაცია უტარდება, დაგეგმილია კიდევ 9 საბავშვო ბაღის მშენებლობა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი