წყალტუბოს მერმა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ნათქვამია წყალტუბოს მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა კოსტავას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 48969 ლარით ფინანსდება.

„მიმდინარე წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში დაწყებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი გრძელდება, კოსტავას ქუჩის პარალელურად გზებზე ბეტონის საფარი იგება ჭავჭავაძის, ერისთავისა და სოლომონ პირველის ქუჩებზე", - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 15 მსხვილი პროექტია დაფინანსებული, აქედან 9 დასრულებულია, 6 მისამართზე კი სამუშაოები გრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა