გედევან ფოფხაძე - არ მგონია ასეთი რისკის უფლება ჰქონდეს რომელიმე მოწვევის პარლამენტს, გამოსცეს კანონი, რომელიც უფლებრივად არის ხარვეზიანი

„მე არ მგონია ასეთი რისკის უფლება ჰქონდეს რომელიმე მოწვევის პარლამენტს, გამოსცეს კანონი, რომელიც უფლებრივად არის ხარვეზიანი და მთავრობას აძლევს საშუალებას ეს კანონი გამოიყენოს ბოროტად“, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა გედევან ფოფხაძემ პლენარულ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, მას ამ კანონპროექტთან მიმართებით პრეტენზია აქვს არა ჯანდაცვის, არამედ სამართლებრივი კუთხით.

„ჩემთვის პრინციპულად საინტერესოა იურიდიული კომიტეტის და ადამიანის უფლებათა კომიტეტის პოზიცია. თუ შეგვიძლია ამ ნაწილში აგვიხსნათ მათი დამოკიდებულება, მოხდა განხილვა ამ საკითხის, არ მოხდა? თუ არ მოხდა, რატომ არ მოხდა? და რა პოზიცია აქვთ იმათ, ვისაც უნდა გაეცა ჩვენთვს ამ შეკითხვებზე პასუხი. ჩვენ ხომ კანონებს არ ვწერთ კარგი ან ცუდი მთავრობისთვის? თუ ჩვენ ვწერთ კანონს, რომელიც ცუდი მთავრობის პირობებში შეიძლება ბოროტად იყოს გამოყენებული, ესე იგი, ეს არის კანონის არსებითი ხარვეზი და ეს ხარვეზი გამოიხატება იმაში, რომ კანონი რომელიღაც ორგანოს, ამ შემთხვევაში მთავრობას აძლევს ისეთ ფართო დისკრეციას, რომელიც შეიძლება გამოიყენებული იყოს როგორც ბოროტად, ასევე კეთილად. მე არ მგონია, ასეთი რისკის უფლება ჰქონდეს რომელიმე მოწვევის პარლამენტს, რომ გამოსცეს კანონი, რომელიც უფლებრივად არის ხარვეზიანი და მთავრობას აძლევს საშუალებას ეს კანონი გამოიყენოს ბოროტად. კონკრეტული კითხვა მაქვს, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, არჩევნებთან და პოლიტიკურ პროცესთან ამ კანონის მიმართება, თუ ვიღაცამ გადაწყვიტა, ბოროტად გამოიყენოს ეს კანონი? აქვს თუ არა რესურსი ამით ხელი შეუშალოს ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნას? ხელი შეუშალოს შეხვედრებს, ხელი შეუშალოს ამომრჩეველსა და საარჩევნო სუბიექტებს შორის ურთიერთობას? ჩვენ ხომ არ ვქმნით საარჩევნო წელს ბერკეტს მთავრობისთვის, რომლითაც ის მოახდენს ზეგავლენას?“ - განაცხადა ფოფხაძემ.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა