გიგა ბოკერია - საგანგებო მდგომარეობის ნაცვლად შემოვიღოთ ტერმინი „საგანგებო ზომები“ და დავტოვოთ პარლამენტის კონტროლი

საგანგებო მდგომარეობის ნაცვლად შემოვიღოთ ტერმინი „საგანგებო ზომები“ და დავტოვოთ პარლამენტის კონტროლი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტს პლენარულ სხდომაზე შეზღუდვების შესახებ კანონზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მთავრობამ ხალხის კონტროლზე უარი არ უნდა თქვას.

„წინადადება მაქვს, თქვენ როგორც გიყვართ თქმა „კონსტუქციული“. თქვენ აქ თქვით, რომ სხვა რეგულაციები, რომელიც ტერმინ „საგანგებო მდგომარეობასთან“ არის დაკავშირებული, პრობლემური იყოს და ისე გვინდა, რომ საგანგებო ზომები არსებობდეს, ამ საგანგებო მდგომარეობასთან მიახლოებული არ გვჭირდებოდესო. ერთადერთი რაციონალურთან მიახლოებული ეს მოვისმინე. გთავაზობთ, სხვა ტერმინი გამოვიყენოთ, ოღონდ პარლამენტის კონტროლი დავტოვოთ. იყოს საგანგებო ზომები და პარლამენტის კონტროლზე, სამოქალაქო კონტროლზე, ხალხის კონტროლზე ნუ იტყვით უარს“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა