გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 მაისს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს მცხეთის რაიონის სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.
კომპანიის ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 მაისს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ კარსანში, 12:00-დან 16:00 საათამდე მცხეთაში წერეთლის, მტკვრის, თაყაიშვილის, აღმაშენებლის, ბაგინეთის და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებლებს, 14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ძეგვი, არმაზი, შიომღვიმე, ნიჩბისი და მიმდებარედ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

























