ქალაქ ახალციხეში 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალციხის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გზის 650 მეტრიან მონაკვეთს კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები და საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი დაიგება.

„ამ დროისთვის ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს არსებული საფარის დემონტაჟი, ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. 5 მაისიდან, ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აქტიურად განახლდა. სამშენებლო კომპანიები, ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომებისა და შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით აგრძელებენ მუშაობას,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა