თბილისის N47 ბაგა-ბაღის დემონტაჟი დაიწყო

თბილისის N47 ბაგა-ბაღის დემონტაჟი დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ავარიული შენობის დემონტაჟის პროცესს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო. ბაგა-ბაღი აღნიშნულ შენობაში ამ დრომდე ფუნქციონირებდა, ახალი სააღმზრდელო წლიდან კი მისი კონტინგენტი ახლომდებარე ბაღებში გადანაწილდება.

„N47 ბაგა-ბაღის შენობა უმძიმეს მდგომარეობაში იყო, რის გამოც, მისი დემონტაჟი დავიწყეთ. მნიშვნელოვანია, რომ ბაღების სააგენტოს უკვე მომზადებული აქვს პროექტი, რომლის განხორციელებასაც მომავალ წელს დავიწყებთ და ჩვენს პატარებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაგა-ბაღს ავუშენებთ“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად ხორციელდება, რომელმაც დემონტაჟის მსურველი კომპანია აუქციონის გზით გამოავლინა.

„კომპანიას ტერიტორიის გასუფთავებისთვის სამთვიანი ვადა აქვს. თბილისის N47 ბაგა-ბაღში კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, ისნის რაიონის გამგებელი, კახა ლაბუჩიძე და მაჟორიტარი დეპუტატები, ირაკლი აბუსერიძე და ლევან დავითაშვილი იმყოფებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა