თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

თეთრიწყაროში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი ფაქტი დადასტურდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ინფიცირებული პირი ე.წ. ექიმთა კლასტერს მიეკუთვნება და კონტაქტის კონტაქტია.

ამ დროისთვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 55 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 21-ს შეადგენს. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 18, ხოლო კარანტინში 27 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მკურნალობს 34 პაციენტი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თერმოსკრინინგი 17 363 პირს, PCR ტექნოლოგიით ტესტირება კი 423-ს ჩაუტარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა