ბიზნესომბუდსმენმა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციასთან ობიექტების გახსნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციასთან ობიექტების გახსნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, იმსჯელეს სავალუტო ჯიხურების გახსნის ვადების დაჩქარებისა და ობიექტებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელ რეგულაციებზე. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბინესომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბიზნესომბუდსმენის აპარატი შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამოქმედების გეგმისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებზე ბიზნესთან სექტორულ განხილვებს აგრძელებს.

„ვალუტის გადამცვლელი ობიექტები არიან მნიშვნელოვანი სერვისის მიმწოდებლები და როგორც დღეს მათგან მოვისმინეთ, ყოველდღიურად მილიონამდე მომხმარებელს ემსახურებიან. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, ვალუტის გადამცვლელი ობიექტებისთვის შემუშავდება ვირუსის გავრცელების პრევენციული რეგულაციები და ცხადია, ბიზნესომბუდსმენის აპარატი მხარს დაუჭერს, რომ აღნიშნული მნიშვნელოვანი ბიზნეს სექტორის გახსნა მოხდეს დროულად, მაგრამ აუცილებელია, რომ ეს გახსნა იყოს მდგრადი და სექტორში მოხდეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციული სტანდარტების დანერგვა და დაცვა“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

კონსულტაციები გაგრძელდება ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციასთან და პროცესში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ჩაერთვება.

ვიდეოჩართვაში ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის დირექტორი ნინო ქავთარაძე, ასოციაციის თავმჯდომარეები რატი მაღლაკელიძე, რეზვა ყულოშვილი, პაატა ჩუბინიძე და ასოციაციის წევრი კომპანია „სოფთ ლოუნის“ წარმომადგენელი ვახტანგ გრიგალაშვილი მონაწილეობდნენ. საქართველოს მთავრობის შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამოქმედების გეგმის მიხედვით, ყველანაირი საფინანსო მომსახურების გახსნა მეოთხე ეტაპზეა დაგეგმილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა