სოფო კილაძე - წინა ხელისუფლებას არანაირი კანონი არ მიუღია, ისე აწამეს გირგვლიანი, მოლაშვილი, მოკლეს ბუტა რობაქიძე - თუ ვინმეს რაიმეს ბოროტად გამოყენება უნდა, სულ არ სჭირდება ამისთვის კანონი

თუ რომელიმე კოლეგა მეტყვის, რომ არ შეიძლება ეს კანონი მივიღოთ იმიტომ, რადგან ის შეიძლება ბოროტად გამოიყენოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ამ კოლეგას მე შემიძლია ვუთხრა, რომ წინა ხელისუფლებას არანაირი კანონი არ მიუღია, ისე აწამეს გირგვლიანი, მოლაშვილი და მოკლეს ბუტა რობაქიძე, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე, “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტი იმისთვის არსებობს, რომ კონკრეტული საფრთხეები დააზღვიოს.

„რა თქმა უნდა, კოლეგებო, არსებობს რისკი, რისკი ადამიანის უფლებებში არათანაზომიერი ჩარევის, არსებობს გარკვეული საფრთხეები, თუმცა ჩვენ იმიტომ ვარ აქ, რომ დავაზღვიოთ ეს საფრთხეები, დავაზღვიოთ რისკები. თუ რომელიმე კოლეგა მეტყვის, რომ ეს კანონი არ შეიძლება და არ შეიძლება ეს კანონი მივიღოთ იმიტომ, რომ ის შეიძლება ბოროტად გამოიყენოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ამ კოლეგას მე შემიძლია ვუთხრა, რომ წინა ხელისუფლებას არანაირი კანონი არ მიუღია, ისე აწამეს გირგვლიანი და მოკლეს ბუტა რობაქიძე, ასევე მოლაშვილი, ეს არ მომხდარა კანონის საფუძველზე საერთოდ, ანუ თუ ვინმეს უნდა ბოროტად გამოყენება რაიმეს, სულ არ სჭირდება ამისთვის არც კანონი, არც სამართალი, არც სასამართლო, არაფერი სჭირდება და ეს ძალიან მოკლე ხნის წინ ვნახეთ ჩვენ ყველამ, როგორ ხდება ეს, როგორ ხდება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება”, - განაცხადა კილაძემ.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა