ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, შეზღუდვების შესახებ ცვლილებების მიღების შემდეგ, პრეზიდენტს მიმართავენ, კანონს ვეტო დაადოს

მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ პირველად, თავისი პრეზიდენტობის მანძილზე გამოიყენოს ვეტოს უფლება და არ მისცეს საშუალება ამ კანონს, რომ იყოს აღსრულებაში მოყვანილი, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ პლენარულ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

კვაჭანტირაძის განცხადებით, ამ ცვლილებებს არა კომიტეტის თავმჯდომარე, არამედ პრემიერ-მინისტრი უნდა წარმოადგენდეს.

„ერთადერთი გამოსავალი გვრჩება, ვფიქრობთ, რომ ამ პროცესის გაგრძელებას მაქსიმალურად უნდა შევუშალოთ ხელი, ამიტომ გვაქვს შემდეგი წინადადება. ჯერ ერთი, რომ არ ვიცით რატომ არის ასე სასწრაფო წესით მისაღები ეს ცვლილება, მეორე - ეს ნამდვილად არის ისეთი ცვლილება, რომ ამას დღეს აქ ამ დარბაზში უნდა წარმოადგენდეს პრემიერ-მინისტრი და არა კომიტეტის თავმდჯომარე. ამას გარდა არის ათასი პასუხგაუცემელი კითხვა და თუ პრემიერი აქ აპირებს მოსვლას უახლოეს დღეებში, შემოგთავაზებთ, რომ კენჭისყრა გადავდოთ პირველი მოსმენით და ყველა ის შეკითხვა დავუსვათ პირდაპირ პრემიერ-მინისტრს და შეიძლება მან უფრო დაგვარწმუნოს იმაში, რომ ამ კანონის მიღება აუცილებელია.

მე დიდი ეჭვი მიჩნდება, რომ რაღაცები წინასწარაა შეთანხმებული და არ მინდა ამაზე ვიფიქრო, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს დაველოდებით, რასაც ნებისმიერ შემთხვევაში გავაკეთებთ, თუ სხვა გამოსავალი არ დაგვრჩება. მანამდე მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ პირველად, თავისი პრეზიდენტობის მანძილზე, გამოიყენოს ვეტოს უფლება და არ მისცეს საშუალება ამ კანონს, რომ იგი იყოს აღსრულებაში მოყვანილი. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს პრეზიდენტისგან, გამოიყენოს ეს უფლება და არ მისცეს ამ კანონს მსვლელობა. თუ ამისთვის პრეზიდენტს დასჭირდება დამატებითი არგუმენტაციები, მთლიანად ფრაქცია და ნებისმიერი ჩვენი კოლეგა გინდ უმრავლესობიდან, გინდ უმრავლესობის გარეთ, სხვადასხვა ფრაქციის წევრები, ვინც ამაში გვიერთდება, ყველანი მზად ვართ შევხვდეთ ქალბატონ პრეზიდენტს, რათა ჩვენი არგუმენტები უფრო დაწვრილებით მოვასმენინოთ მას“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა