ფრაქციამ „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პარლამენტის სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა და შეზღუდვების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს

ფრაქციამ „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პარლამენტის სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა, ფრაქცია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილების პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამასთანავე, მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით დაამტკიცებს, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში გადავა.

„მოგმართავთ კოლეგებს უმრავლესობაში, ნუ გარისკავთ ამ კანონის დამტკიცებას, რადგან თუნდაც ერთი საარჩევნო ოლქის ჩაკეტვა კორონავირუსის ეპიდსიტუაციის გართულების საბაბით, სერიოზულ კითხვებს გააჩენს არჩევნებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა აპირებს, პირველი მოსმენით კენჭი უყაროს აღნიშნულ კანონპროექტს. რამდენადაც აღნიშნული კანონპროექტი იქნება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი და სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, ჩვენი ფრაქცია იღებს გადაწყვეტილებას, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა კენჭისყაში და დავტოვოთ პლენარულ სხდომათა დარბაზი. თუკი დღეს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა პირველი მოსმენით დაამტკიცებს აღნიშნულ კანონპროექტს, ჩვენ იძულებული ვიქნებით, გავემიჯნოთ განხილვებს ხვალ და შესაბამისად, გადავიდეთ ბოიკოტის რეჟიმში,“- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა