კარლ ჰარცელი - ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ნამდვილი მეგობრები ვართ - საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით, ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს

ნამდვილი მეგობარი გაჭირვებაში იცნობა და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ნამდვილი მეგობრები ვართ, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრებთან ონლაინ შეხვედრის დროს განაცხადა.

ელჩმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება.

„მინდა ვისაუბრო თუ რა გავაკეთეთ ბოლო კვირების და ბოლო ორი თვის მანძილზე. ამ პერიოდში ჩვენ ვიხილეთ სამი მნიშვნელოვანი მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც გაჟღერდა. გრანტების სახით საქართველოსთვის დაახლოებით 250 მილიონი ევრო გამოიყო. ეს ახალი გრანტები და ახალი დაფინსებაა.

ჩვენ ასევე გავაძლიერეთ თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა მოხდეს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა. ამასთან, თქვენ ნახეთ, რომ გუშინ ევროკავშირის საბჭომ მაკრო ფინანსური მხარდაჭერისთვის 150 მილიონი დაამტკიცა. თუ შევაფასებთ და ვისაუბრებთ უხეში ციფრებით, ევროკავშირი დაახლოებით 1,5 მილიარდ ლარს გამოყოფს საქართველოსთვის. მე არ მსურს შედარებები გავაკეთო, რადგან ევროკავშირი გლობალური მოთამაშეა, რომელსაც არ სურს ქვეყნებს შორის შედარებები აკეთოს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ერთ სულ მოსახლეზე, საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს. ეს საქართველოს მთავრობის დიდი მიღწევაა“,-აღნიშნა ჰარცელმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს