შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი RS CAR ყაზბეგში რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელებს მოემსახურა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ყაზბეგში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი ადგილზე მოემსახურა. აღნიშნულთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცათ უშუალოდ გაცნობოდნენ მთავრობის მიერ მიღებულ, ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ კომპენსაციებსა და საგადასახადო შეღავათების შესახებ დაწესებულ რეგულაციებს.

„შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მათ ახალი პროგრამული უზრუნველყოფა https://www.rs.ge/kompensacia წარუდგინეს, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი.

შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი (მიკროავტობუსი) აღჭურვილია ყველა თანამედროვე ტექნიკური საშუალებით, რათა გადასახადების გადამხდელებმა შეძლონ, მათთვის მოსახერხებელ ადგილას, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სხვადასხვა სახის ელექტრონული სერვისი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, მოძრავი სერვისცენტრი კვლავ სისტემატურად, წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, გაუწევს მომსახურებას მაღალმთიან რეგიონებს, სადაც არ არის შემოსავლების სამსახურის მომსახურების სერვისცენტრები და რაიონული წარმომადგენლობები“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო