მამუკა მდინარაძე - ირაკლი კობახიძის ინიციატივა ოპოზიციის სპეკულაციურ წუხილებს მოხსნის

ირაკლი კობახიძის ახალი ინიციატივა თუნდაც, იმ სპეკულაციურ წუხილებს მოხსნის, რომელიც ვადასთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებთან დაკავშირებით პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის და ეპიდემიის ვადას საქართველოს მთავრობა ან პარლამენტი არ განსაზღვრავს, ამ ვადას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საზღვრავს, ხოლო ირაკლი კობახიძის ინიციატივა არის ბოლო წერტილი იმ სპეკულაციების ჩასახსნელად, რასაც დღეს მთელი დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან.

„უნდა განვმარტოთ კიდევ ერთხელ, რომ ვადა პანდემიის და ეპიდემიის, აი ამ სიტყვების დათქმის სახით იყო განსაზღვრული, პანდემიას არ განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა ან პარლამენტი, განსაზღვრავს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, მაგრამ ეს არის ბოლო წერტილი იმ სპეკულაციების ჩასახსნელად, რასაც დღეს მთელი დღის განმავლობაში ვისმენდით და ყველა კითხვაზე პასუხი იქნება უკვე საბოლოო გადამწყვეტი, რომ დროებითობა კიდევ უფრო გამყარებული იქნება. გარდა ამისა, ასევე მინდა შევუერთდე ჩემი კოლეგის წეღანდელ მოწოდებას, რომ ამ სამი ვარიანტიდან: ერთი, საგანგებოს გაგრძელებაა, რომელიც რა პრობლემებს ქმნის, მათ შორის კონსტიტუციასთან დაკავშირებით, ვიცით. მეორე, უბრალოდ რომ დავამთავროთ, საგანგებო მდგომარეობა ისედაც ხვალ, ღამე 12 საათზე მთავრდება და ამის შემდეგ მივუშვათ ეს პროცესი და მესამე, მხარი დავუჭიროთ ამ დათქმით იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც იძლევა მინიმალური შეზღუდვების დატოვების საშუალებას, რაც ჩვენ გამოგვადგება პანდემიასა და ეპიდემიასთან ბრძოლაში და რაც არ გამორიცხავს თავის მხრივ საკანონმდებლო ორგანოს მაკონტროლებელ ფუნქციას და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ შემთხვევაშიც ხელისუფლების დანაწილების პრინციპიც არ უნდა დაგვავიწყდეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა