ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 101 ნიმუში გაიტესტა და ყველა უარყოფითია

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოკვლეულთა შორის სამედიცინო პერსონალი - 81 პირია, რომელთა შემთხვევაშიც პასუხი უარყოფითი მოვიდა , - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მალხაზ ბასიალაიამ განუცხადა.

როგორც ბასილაია განმარტავს, მათ საავადმყოფოში 101 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება.

„ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ახალ კორონავირუსზე 101 ნიმუში გაიტესტა და ყველა უარყოფითია. აქედან ერთი პირი ერთ-ერთი კლასტერის კონტაქტია, რომელიც იმყოფებოდა კარანტინში, 3 - თვითიზოლაციიდანა, მათ შორის, 2 კლასტერიდან, 16 – სხვადსხვა საავადმყოფოებში, ცხელების ცენტრებში მოთავსებული პაციენტები არიან, 81 კი სამედიცინო პერსონალია“, - აცხადებს ბასილაია.

ცნობისთვის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე 2 ათასამდე ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა, აქედან მხოლოდ 10 აღმოჩნდა COVID დადებითი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება