ფოთში კორონავირუსზე 57 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან

ფოთში კორონავირუსზე 57 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან. მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში დღეს გაიგზავნა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, აღებულ სინჯებს შორის ერთი მძღოლია, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ზუგდიდელ ინფიცირებულთან.

,,ფოთში დღევანდელი მდგომარეობით კორონავირუსის მხრივ სიმშვიდეა, რაც ძალიან გვახარებს. დღეს გეგმურად კოვიდ19-ზე ჩატარდა გამოკვლევა PCR მეთოდით. გამოკვლეულ იქნა საბაჟოს 55 თანამშრომელი, ასევე ერთი პიროვნება- მძღოლი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ე.წ ზუგდიდის კლასტერთან. მას დღეს დაუმთავრდა თვითიზოლაციის პერიოდი და გავაკეთეთ გამოკვლევა. ამის შემდეგ გაირკვევა, თუ რა ბედი ეწევა - მოიხსნება თვითიზოლაციიდან, თუ გააგრძელებს აღნიშნულ პროცესს და მეთვალყურეობას.

,,ცხელების ცენტრიდან“ გაიგზავნა მხოლოდ ერთი პაციენტის ბიოლოგიური მასალა. იქ ბოლო პერიოდში მომართვიანობამ შედარებით იკლო. ჩვენთვის პრობლემაა საერთაშორისო მიმოსვლის მძღოლები. მათზე ვამყარებთ თვითიზოლაციას და საკარანტინო სივრცეშიც არიან მოთავსებული. ფოთში თვითიზოლაციაში 63 პირი იმყოფება“ , - განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა