ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე საპროტესტო აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე საპროტესტო აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მოსახლეობის ინფორმაციით, ქუჩაზე ასწლოვანი ევკალიპტები იჩეხება და ისინი სწორედ აღნიშნულს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, კომპანია ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავს და ტერიტორიის გათავისუფლებას, ხეების მოჭრით ცდილობს.

"რამდენჯერმე გავაფრთხილეთ, რომ ხეები არ მოჭრან, ოთხი თვეა უკვე ვაპროტესტებთ. ჩვენ აქ, ამ ხეების ქვეშ გავიზარდეთ. მწვანე ზონა არ უნდა განადგურდეს. ბინა შენდება, პროექტის მიხედვით ხეები არ უშლით. ჭრიან, რადგან ტექნიკას უშლის ხელს", - განაცხადა აქციის მონაწილე, ირაკლი ჩიტაძემ.

აღნიშნულს კომპანია “როიალ ბილდინგი”-ს იურისტი, გიორგი ხიმშიაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც ფაქტი უარყო.

"მოსახლეობის პრეტენზია გამოწვეულია არაინფორმირებულობით. მიმდინარე სამუშაო პროცესი არის ღია. არსებული ხეების გადაბელვა მიმდინარეობს, ვინაიდან, ხის ამ მდგომარეობაში დატოვება სახიფათოა სამუშაო პროცესისა და აქ დასაქმებული ადამიანებისთვის. არც ერთი ხე, რომელიც არის ჯანსაღ მდგომარეობაში, არ მოიჭრება. როგორც ჩანს, გარკვეული პოლიტიკური ძალები ამ პროცესის პოლიტიზირებას ცდილობენ. აქ, ხშირად ვხედავთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და ისინი აწვდიან მოსახლეობას არასწორ ინფორმაციას", - განაცხადა გიორგი ხიმშიაშვილმა.

აქციას პარტია „ევროპული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის წევრებიც შეუერთდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა