იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა სამტრედიის მერთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ სამტრედიის მერთან ვალერი ფოცხვერიასთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში პროექტების განხორციელება აქტიურ პროცესშია. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციას. ბეტონის საფარით ეწყობა შიდა სასოფლო გზები.

„ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ელიავას მინდვრის მიმდებარედ, ღაღანიძეების უბნის მიმართულებით და გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ დაფნარში (ჯაშების უბანში). აღნიშნულ ლოკაციებზე ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა, რაც ადგილობრივების გადაადგილებას აფერხებდა.

სამუშაოების სრული ღირებულება ღანირში 276 874 ლარს, ხოლო დაფნარში 117 524 ლარს შეადგენს და იგი რეგიონული განვითარების ფონდისა ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსდებით ხორციელდება.

ბეტონის საფარს ღანირსა და დაფნარში ტენდერში გამარჯვებული კომპანიები შპს "საგზაო" და "გიანი" დააგებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო