ამირან გამყრელიძე - ბოლო 10 დღის მონაცემები გვაჩვენებს, რომ ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს ახლად ინფიცირებულთა რაოდენობას

ბოლო 10 დღის ეპიდემიოლოგიური მონაცემები გვაჩვენებს, რომ ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს ახლად ინფიცირებულთა რაოდენობას, რომელის ასევე დამაიმედებელი ინდიკატორია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კორონავირუსით დაავადებული პირებიდან 68% გამოჯანმრთელებულია.

„დღევანდელი რიცხვით საქართველოში გამოკვლეულია 45 707 შესაძლო შემთხვევა, აქედან დადასტურებულია 723. აქედან დღეს დილისთვის აქტიური შემთხვევა, ვინც იმყოფება სტაციონარებში და გადის მკურნალობას არის 216, გამოჯანმრთელებულია 495, ანუ 68%, რაც კარგი ინდიკატორია. ჩვენთან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა სერიოზულად გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობას. ბოლო 10 დღის ეპიდემიოლოგიური მონაცემები გვაჩვენებს, რომ ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს ახლად ინფიცირებულთა რაოდენობას, რომელიც ასევე დამაიმედებელი ინდიკატორია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, საკარანტინე ზონებმა ძალიან გაამართლა ქვეყანაში, ამ ზონებიდან 120-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

„დღევანდელ დილით გვაქვს ორი ახლად დადასტურებული შემთხვევა, ერთი უკავშირდება თეთრიწყაროს კლასტერს, კონტაქტის კონტაქტს. ასევე ერთი გვაქვს საკარანტინე ზონიდან. საკარანტინე ზონებმა ძალიან გაამართლა ქვეყანაში ამ ზონებიდან ჩვენ 120-მდე ახალი შემთხვევა დავაფიქსირეთ. ამით კი პრევენცია გავაკეთეთ საზოგადოებაში დისტრიბუციის, რამაც შეკავების ფაზაში დიდი როლი ითამაშა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ტესტირებებს, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მაისში ტესტირების საშუალო მაჩვენებელი გააოთხმაგეს, თუმცა ტურიზმის გახსნის პირობებში ტესტირებები კიდევ მოიმატებს. „ამ გეგმას მალე წარმოგიდგენთ. დღევანდელი დილით არის 1697, მათ შორის 1609 პირველადი ტესტირებაა ჩატარებული. დღეს იწყება ბოლნისის მუნიციპალიტეტში სეროპრევალენტური კვლევა, ასევე საკონტროლოდ გვაქვს თელავის მუნიციპალიტეტი. 26-27 მაისისთვის გვექნება ამ კვლევის შედეგები. ამ ტიპის კვლევები გარკვეული პერიოდულობით განმეორდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა