აჭარაში 22 დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ შესაძლოა, კვირის ბოლოს კლინიკა დატოვონ,- ამის შესახებ კლიკინა „მედალფაში" „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, კლინიკაში ორი ინფიცირებული მკურნალობს, ისინი საშუალო ასაკის პირები არიან.

აჭარაში 22 დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსი სულ 68 პირმა დაამარცხა და კლინიკა დატოვა.

დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 263 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 20 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 10 377 პირს. კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 68-მა პაციენტმა.

30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

რეგიონში კორონავირუსის პირველი მეშემთხვევა დადასტურდა 14 მარტს.

აჭარაში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 2 პაციენტი.

დღეს არსებული მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 1160 პირი. ჯამში კარანტინი დატოვა 6114-მა პირმა",- აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო