ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, სოფელ ჭანიეთიდან მომავალი „კორსას” მარკის ავტომობილი, გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულები ოზურგეთში, სამედიცინო ცენტრ „მედალფაში" არიან მოთავსებული.

„სამივე პაციენტს აღენიშნება პოლიტრავმები. ამჟამად, მათ უტარდებათ კლინიკო- ლაბორატორიული კვლევები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია სწორედ კვლევების დასრულების შემდეგ გვექნება, "- განაცხადა სამედიცინო ცენტრ „მედალფას" დირექტორმა, დავით მდინარაძემ.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო