აჭარაში სასურსათო კალათების დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო

დღეიდან აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში სასურსათო კალათების დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობა 20 ათასს სხვადასხვა სოციალური კატეგორიის ოჯახს სასურსათო პროდუქტებს გადასცემს. დახმარების მეორე ეტაპზე გაიზარდა მოწყვლადი ჯგუფების კატეგორიები.

„პირველ ეტაპზე მოვახდინეთ 10000-ზე მეტი ოჯახის დახმარება, როგორც სურსათით, ისე მედიკამენტებით. მეორე ეტაპი, ითვალისწინებს 20 ათასი ოჯახისთვის სასურსათო კალათის გადაცემას, რაც მოგვცემს საშუალებას ეს პერიოდი გავიაროთ ისე, რომ არცერთ ოჯახს და განსაკუთრებით მათ პატარებს არ გაუჭირდეთ. ბუნებრივია, ეს არ იქნება ბოლო ღონისძიება, რომელსაც მთავრობა, ხელისუფლება განახორციელებს. გავაგრძელებთ მოსახლეობის და თითოეული ოჯახის გვერდით დგომას“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

"დახმარებას მიიღებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული: შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარჩენალდაკარგულები, მარტოხელა მშობელები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები. ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები. სასურსათო კალათას აგრეთვე მიიღებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიანი ოჯახები - სამი და მეტი შვილით და ამავე სარეიტინგო ქულის მქონე ვეტერანები.

აჭარის მთავრობამ პირველ ეტაპზე 7000 ოჯახს გადასცა სასურსათო პროდუქტები. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და წითელი ჯვრის ჩართულობით, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გადამზადდა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც თავის მხრივ ორგანიზებას უწევენ დარიგების პროცესს, რათა დაცული იქნას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია.

დარიგების პროცესში ჩართულები არიან ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი, მოხალისეები. სურსათის დარიგების პროცესში მონაწილეობას იღებენ აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტის მერები, დეპუტატები, საერთაშორისო ორგანიზაციები" - აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

აჭარაში სასურსათო კალათების დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო

დღეიდან აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში სასურსათო კალათების დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობა 20 ათასს სხვადასხვა სოციალური კატეგორიის ოჯახს სასურსათო პროდუქტებს გადასცემს. დახმარების მეორე ეტაპზე გაიზარდა მოწყვლადი ჯგუფების კატეგორიები.

„პირველ ეტაპზე მოვახდინეთ 10000-ზე მეტი ოჯახის დახმარება, როგორც სურსათით, ისე მედიკამენტებით. მეორე ეტაპი, ითვალისწინებს 20 ათასი ოჯახისთვის სასურსათო კალათის გადაცემას, რაც მოგვცემს საშუალებას ეს პერიოდი გავიაროთ ისე, რომ არცერთ ოჯახს და განსაკუთრებით მათ პატარებს არ გაუჭირდეთ. ბუნებრივია, ეს არ იქნება ბოლო ღონისძიება, რომელსაც მთავრობა, ხელისუფლება განახორციელებს. გავაგრძელებთ მოსახლეობის და თითოეული ოჯახის გვერდით დგომას“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

"დახმარებას მიიღებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული: შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარჩენალდაკარგულები, მარტოხელა მშობელები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები. ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები. სასურსათო კალათას აგრეთვე მიიღებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიანი ოჯახები - სამი და მეტი შვილით და ამავე სარეიტინგო ქულის მქონე ვეტერანები.

აჭარის მთავრობამ პირველ ეტაპზე 7000 ოჯახს გადასცა სასურსათო პროდუქტები. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და წითელი ჯვრის ჩართულობით, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გადამზადდა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც თავის მხრივ ორგანიზებას უწევენ დარიგების პროცესს, რათა დაცული იქნას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია.

დარიგების პროცესში ჩართულები არიან ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი, მოხალისეები. სურსათის დარიგების პროცესში მონაწილეობას იღებენ აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტის მერები, დეპუტატები, საერთაშორისო ორგანიზაციები" - აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია