ლენტეხის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ლენტეხის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, სოფლებში მიმდინარე სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ლენტეხის მერთან ბადრი ლიპარტელიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი გაზდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად შიდა სასოფლო გზებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს სოფლებში: ლეუშერი, ყარიში, ნაცული, მელე, ჩიხარეში, შკედი, ჟახუნდერი, კერბულაში, ლეკოსანდი, ხოფური, რცხმელური, გვიმბრალა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება და მათი ჯამური ღირებულება 822 688 ლარს შეადგენს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს