სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას სამცხე-ჯავახეთში ეცნობიან

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ საქართველოს რეგიონებში შეხვედრები იმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადგილობრივ ფერმერებსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროექტების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე კაპანაძემ წარუდგინეს.

„შეხვედრას, რომელიც ახალციხეში გაიმართა, ესწრებოდნენ, როგორც რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, ასევე ფერმერები და სოფლის მოსახლეობა. საუბარი იყო სოფლის მეურნეობის მიმართულებით ანტიკრიზისულ გეგმაზე. ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათები ექნებათ ჩვენს ფერმერებს, რაც, ვფიქრობ, მათ შესაძლებლობას მისცემს, შემოდგომაზე უფრო მეტი მიწა დაამუშაონ. სახელმწიფო შეღავათები არის სამელიორაციო მომსახურებაზე, ასევე მოსავლის აღების სამუშაოებზე. ფერმერები მნიშვნელოვან შეღავათებს მიიღებენ აგროდიზელზეც. მიწის მესაკუთრეებისთვის ჰექტარზე 200 ლარის სუბსიდია მნიშვნელოვანი დამატებითი მოტივაციაა მათთვის” - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

თორნიკე კაპანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ფერმერებსა და აგრობიზნესით დაკავებულ პირებს გააცნონ ანტიკრიზისული გეგმა, რაც მოიცავს როგორც პირდაპირ, ასევე სექტორულ მხარდაჭერას.

„სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში შემუშავებული პროგრამებით თითოეულ ფერმერს შეუძლია, განავითაროს მეურნეობა, რაც, საბოლოოდ, აგროწარმოების ზრდასა და ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე აისახება. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ პრეზენტაცია საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა