კახეთის სახელმწიფო რწმუნებული და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკიანი-ონანაურის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი აფენის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჭაბუკიანი-ონანაურის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

„განახლდა და ინტენსიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. ვიმყოფებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, აფენის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც შიდა გზების მოასფალტების პროცესი მიმდინარეობს. მთელი კახეთის მასშტაბით, 46 000 000 ლარის ოდენობის, დაახლოებით, 136 პროექტია დაფინანსებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ყველა ლოკაციაზე განახლებულია სამუშაოები", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 5 მაისიდან აქტიურად განახლდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

„რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლაგოდეხში დაფინანსებულია 6 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 17 პროექტი, რომელიც აქტიურად ხორციელდება. ასევე, გვაქვს ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული დაახლოებით 30 პროექტი. ახლა ვიმყოფებით ჭაბუკიანი - ონანაურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოებზე. აქვე, მოწესრიგდება გარე განათება. პარალელურად დავიწყეთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტებიც. არ ვჩერდებით, მივდივართ წინ და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში გამართული ინფრასტრუქტურა ექნებათ ლაგოდეხის მცხოვრებლებს",- აღნიშნა ჯონდო მდივნიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო