დიმიტრი ხუნდაძე - ოპონენტებმა, თავიდან შეფარულად დაიწყეს, მაგრამ შემდეგ ღიად გაამჟღავნეს, საგანგებო მდგომარეობა გავაგრძელოთო - საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მივიღოთ და ამდროს ხაფანგს აგებენ, სადაც საკონსტიტუციო ცვლილება გაებმება

ოპონენტებმა, თავიდან შეფარულად დაიწყეს, მაგრამ შემდეგ ღიად გაამჟღავნეს, რომ საგანგებო მდგომარეობა გავაგრძელოთო. ანუ კრძალავენ იმას, რასაც თვითონ ითხოვენ. საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მივიღოთ და ამდროს ხაფანგს აგებენ, სადაც საკონსტიტუციო ცვლილება გაებმება და ვერ გავაგრძელებთ ამ პროცესს - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, რაც არ უნდა მცირე ლოკაცია იყოს, ის შეაფერხებს საკონსიტუციო ცვლილებების მიღების პროცესს.

„ის, რაც შემოგვთავაზეს ჩვენმა ოპონენტებმა, თავიდან შეფარულად დაიწყეს, მაგრამ შემდეგ ღიად გაამჟღავნეს, რომ საგანგებო მდგომარეობა გავაგრძელოთო, ანუ კრძალავენ იმას, რასაც თვითონ ითხოვენ. საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მივიღოთ და ამდროს ხაფანგს აგებენ, სადაც საკონსტიტუციო ცვლილება გაებმება ხაფანგში და ვერ გავაგრძელებთ ამ პროცესს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების რაც არ უნდა მცირე ლოკაცია იყოს, ის შეაფერხებს საკონსიტიტუციო ცვლილებებს," - განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალი კანონპროექტით მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის რედაქტირებული ვარიანტის თანახმად, ამ შემზღუდავი ღონიძიებების გატარება დროებით იქნება შესაძლებელი და არა - უვადოდ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა