ბოლნისის მუნიციპალიტეტში შერჩევითი პრინციპით მოსახლეობის ტესტირება მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ანტიგენსა და ანტისხეულზე დამყარებული ტესტების ჩატარება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიია ავრცელებს.

მათი ცნობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შერჩევითი პრინციპით, მოსახლეობის მასობრივ ტესტირებას ახორციელებენ.

„პირველ ეტაპზე ტესტირება ქალაქ ბოლნისში, რატევანსა და ტალავერში მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით კი სულ 150 ადამიანის შემოწმდება იგეგმება. ტესტირება სპეციალისტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეპიდსიტუაციის შეფასებაში დაეხმარებათ.

ამ დროისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 160 დადასტურებული ფაქტია გამოვლენილი, 3 გარდაიცვალა, 67 კი გამოჯანმრთელდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო