თეთრიწყაროში, იმ ქუჩაზე, სადაც ინფიცირებული 79 წლის ქალი ცხოვრობს, მოსახლეობას PCR ტექნოლოგიით გამოიკვლევენ

თეთრიწყაროში, გუშინ დადასტურებული ახალი შემთხვევის კონტაქტები მოძიებულია და მათ PCR ტექნოლოგიით კვლევა ჩაუტარდებათ, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ინფიცირებულ 79 წლის ქალთან ახლო კონტაქტი მხოლოდ მისი შვილია, დანარჩენი კი გარე კონტაქტებია, რომლებიც საკარანტინე სივრცეში არიან გადაყვანილი.

თეთრიწყაროში, იმ ქუჩაზე სადაც ინფიცირებული ქალი ცხოვრობს, მოსახლეობას პისიარ ტექნოლოგიით გამოიკვლევენ. ამ დროისთვის ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. თეთრიწყაროში, კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა, ლაბორატორიული კვლევის შედეგად გუშინ გამოვლინდა. ინფიცირებული 79 წლის ქალია და ის ექიმთა კლასტერის კონტაქტის კონტატია.

ამ დროისთვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 55 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 21-ს შეადგენს. 26 აპრილს თეთრიწყაროს ადმინისტრაციული ცენტრი ჩაიკეტა და მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა