"მინისტრის საათის" ფორმატში აჭარის უმაღლეს საბჭოში სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმინეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, სოფლის მეურნეობის მინისტრს, ტიტე აროშიძეს მოუსმინეს.

აჭარის უმაღლეს საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყების 2019 წლის ბიუჯეტი, რომელიც 15 362 854 ლარს შეადგენდა, მინისტრის განცხადებით, 91 %-ით შესრულდა.

„სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შარშან სულ 9 პროგრამა და 20 ქვეპროგრამა განახორციელა. მომხსენებელმა კანონმდებლებს მიმდინარე პროექტების პარალელურად, პანდემიის გამო შექმნილი გამოწვევების საპასუხოდ განხორციელებული ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სხდომა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე უძღვებოდა, ძირითადი მოხსენების დასრულების შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მინისტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს წევრებმა ცნობად მიიღეს,” - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს