გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთის საქციელი, აშშ-ს „ღია ცის ხელშეკრულებიდან“ გასვლას არ ამართლებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰეიკო მაასი მწუხარებას გამოთქვამს აშშ-ის მიერ „ღია ცის ხელშეკრულებიდან“ გასვლის თაობაზე. ქვეყნის მთავარი დიპლომატის თქმით, რუსეთის მიერ პირობების დარღვევა ვაშინგტონის საქციელს არ ამართლებს.

„ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთის მხრიდან ხელშეკრულების პირობების განხორციელებაზე პრობლემები იყო, მაგრამ ჩვენი მოსაზრებით, ეს არ ამართლებს ამერიკის გასვლას ხელშეკრულებიდან“, - აღნიშნა მაასმა.

მისი თქმით, ბერლინი ვაშინგტონს მოუწოდებს, გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ გადახედოს.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-მ „ღია ცის შეთანხმებიდან“ გასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ამის მიზეზად მან რუსეთის მიერ ხელშეკრულების გარკვეული პუნქტების პერმანენტული დარღვევა დაასახელა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა