პატრიარქი - როცა გაგიჭირდებათ, სთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს - ამ რთულ დროს, ვთხოვ წმინდა ნიკოლოზს, რომ გაიღოს მოწყალება, შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო

ყოველ ადამიანს თავის ცხოვრებაში გამოუცდია წმინდა ნიკოლოზის მოწყალება. არ ყოფილა შემთხვევა, რომ არ აღესრულა წმინდა ნიკოლოზს თხოვნა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ამ რთულ დროს, ის წმინდა ნიკოლოზ სთხოვს, რომ გაიღოს მოწყალება, შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ნიკოლოზობას. მოწყალე მშობელია ჩვენი, მოწყალე მამაა. ყოველ ადამიანს თავის ცხოვრებაში გამოუცდია წმინდა ნიკოლოზის მოწყალება. არ ყოფილა შემთხვევა, რომ არ აღესრულა წმინდა ნიკოლოზს თხოვნა. მოწყალეა! მარტო ქრისტიანებს კი არა, მუსლიმებსაც ეხმარება.

როცა გაგიჭირდებათ, სთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს, წმინდა ნიკოლოზი უარს არ გეტყვით, ახლაც, ამ რთულ დროს მინდა, ვთხოვო წმინდა ნიკოლოზს, რომ გაიღოს მოწყალება, შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო“, - განაცხადა პატრიარქმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა