ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR ლენტეხსა და გურჯაანში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს ადგილზე მოემსახურა

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR ლენტეხსა და გურჯაანში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს ადგილზე მოემსახურა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მეწარმეებს მთავრობის მიერ მიღებული, ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული კომპენსაციები, ასევე საგადასახადო შეღავათებზე დაწესებული რეგულაციები გააცნეს და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.

„ამასთან, მომსახურების დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპენსაციის მიღებით დაინტერესებულ პირებს, ახალი პროგრამული უზრუნველყობა https://www.rs.ge/kompensacia წარუდგინეს, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი.

RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და ადგილზე, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.

მომავალი კვირიდან, მოძრავი სერვისცენტრი კვლავ სისტემატურად, საქართველოს მასშტაბით, წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, გაუწევს მომსახურებას მაღალმთიან რეგიონებს, სადაც არ არის შემოსავლების სამსახურის მომსახურების სერვისცენტრები და რაიონული წარმომადგენლობები,” - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა