არჩილ ჯაფარიძე ახალგაზრდა ხელოვანის საქმიანობას გაეცნო, რომელმაც დაზგები "აწარმოე საქართველოს" დაფინანსებით შეიძინა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ ყარიშში, 25 წლის ხეზე კვეთის თვითნასწავლი ოსტატის ბაჩო ლიპარტელიანის საქმიანობას გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ხელოვანმა ლენტეხის სამხატვრო სკოლა, შემდეგ თბილისში კოლეჯი “სპექტრი“ დაამთავრა, მას შემდეგ ლენტეხში საკუთარ საამქროში მუშაობს.

პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ პროექტ “აწარმოე საქართველოს“ დაფინანსებით მან დაზგები შეიძინა.

არჩილ ჯაფარიძემ ახალგაზრდა ოსტატს მხარდაჭერა გამოუცხადა და ის პროგრამები გააცნო, რომელიც საქმიანობის გაფართოებაში დაეხმარება

„ ყოველკვირეულად ვეცნობი ჩვენს რეგიონში მცხოვრები ადამიანების, მათ შორის რაც განსაკუთრებულად მახარებს, ახალგაზრდების საქმიანობას, ბაჩო განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანია, სამომავლო გეგმები გამაცნო, აუცილებლად მხარს დავუჭერ მის საქმიანობას“, - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს