ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ორთვიანი საკარანტინო პერიოდი შეაჯამა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის დავით შერაზადიშვილის განცხადებით, ხვალიდან შესაძლებელი იქნება, მოქალაქეები ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან უპრობლემოდ გადაადგილდნენ. მისივე თქმით, მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა სოფელ მუშევანსა და გეტაში რჩება.

„2 თვის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საკარანტინო მდგომარეობის პირობებში უწევდა ცხოვრება. ეს პერიოდი მარტივი არ ყოფილა, რადგან ჩვენ ყველას სულ სხვა რეალობაში მოგვიწია ყოფნა. საბედნიეროდ, ამ ხნის განმავლობაში ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მთელ რიგ შეზღუდვებსა და წესებს გაგებით ეკიდებოდა და ზედმიწევნით იცავდა, რამაც სტაბილური სიტუაციის შენარჩუნების საშუალება მოგვცა. ცენტრალური მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯების, მედიკოსებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი მუშაობის დამსახურებით, ჩვენ შევძელით ბოლნისის მუნიციპალიტეტში კონტროლირებადი ეპიდსიტუაცია შეგვენარჩუნებინა. ჩვენს მუნიციპალიტეტში სულ 2 500-ზე მეტი PCR ტესტი გაკეთდა და თერმოსკრინინგი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მაქსიმალურ კონტროლს ახორციელებდნენ, ამ დახმარებისთვის კი მათ დიდ მადლობას ვუხდი“, - განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

როგორც შერაზადიშვილმა აღნიშნა, მუშევანსა და გეტაში ეპიდემიოლოგები მუშაობას კვლავ აქტიურად გააგრძელებენ.

„ხვალიდან შესაძლებელი იქნება, მოქალაქეები ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან უპრობლემოდ გადაადგილდნენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა რჩება სოფელ მუშევანსა და გეტაში. ამ ორ სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობას კვლავ აქტიურად გააგრძელებენ. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ კვლავ მოგვიწევს მედიკოსების მიერ დადგენილი წესების გათვალისწინება, რათა კორონავირუსმა მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას. პანდემიამ და საკარანტინო მდგომარეობამ თითოეული ჩვენგანი გაგვაერთიანა, არაერთი კერძო პირი და კომპანია ჩაერთო საქველმოქმედო აქციაში, რისთვისაც ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. ჩვენ მუშაობას კვლავ ვაგრძელებთ და იმედი გვაქვს, რომ სულ მალე სოფელ მუშევანსა და გეტასაც გავხსნით“,- აღნიშნა შერაზადიშვილმა.

ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა