შიდა ქართლის გუბერნატორი - რეგიონში თერმოსკრინინგი მთლიანობაში 3 246 მოქალაქეს ჩაუტარდა

საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიგი ხოჯევანიშვილმა რეგიონში მოქმედი საოპერაციო შტაბის მუშაობა შეაჯამა და მედიის წარმომადგენლებს შიდა ქართლში განხორციელებულ ღონისძიებებსა და ამჟამად არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, პანდემიის გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობის პირობებში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საოპერაციო შტაბმა, რომელიც ჯანდაცვის, სამართალდამცავი უწყებების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად აფასებდა სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მდგომარეობას და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით იღებდა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს.

გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში საგანგებო მდგომარეობის და თვითიზოლაციის წესების დარღვევის 500-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა.

,,შიდა ქართლში, მთლიანობაში, 3246 მოქალაქეს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. თვითიზოლაციის ორკვირიანი პერიოდი 1162-მა ადამიანმა გაიარა. ლუგარის ლაბორატორიაში 2229 ნიმუში იქნა გაგზავნილი. რაც შეეხება დარღვევებს, საგანგებო მდგომარეობის და თვითიზოლაციის წესების დარღვევის 500-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა.

მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა, უზრუნველვყავით სამედიცინო პერსონალის შეუფერხებლად გადაადგილება და სამედიცინო სექტორში დასაქმებული 700-მდე პირი, როგორც რეგიონის შიგნით, ასევე, თბილისის მიმართულებითაც სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით გადაადგილდებოდა.

რეგიონში შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფებიც, რომელთა დახმარებითაც, ოთხივე მუნიციპალიტეტეში 755 ბენეფიციარი ყოველდღიურად იღებს უფასო სადილს.

სოციალური დახმარების კუთხით ძალიან იაქტიურა კერძო სექტორმაც. გამოჩნდა რამდენიმე კომპანია, რომელმაც სასურსათო პროდუქტებით დახმარების სურვილი გამოთქვა.

ასევე, კერძო სექტორის და სახელმწიფო შემწეობის ფარგლებში გაიცა 5300 პაკეტი დევნილი ოჯახებისთვის, 16500 - მრავალშვილიანი და სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისათვის. ეს პროცესი არ დასრულებულა და ამჟამადაც გრძელდება. დღემდე გრძელდება საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებზე სურსათის გაცემაც.

ორგანიზაცია ,,წითელი ჯვრის“ დახმარებით, 200 სასურსათო და 200 ჰიგიენური საშუალებების პაკეტის დარიგება მოხდა ჩვენს რეგიონში.

კერძო სექტორის დახმარებით განხორციელდა ასევე მნიშვნელოვანი დახმარება სოფლის მოსახლეობისთვის. 4 სოფელში, დაახლოებით 230 ჰექტარი მიწა დავუმუშავეთ კონკრეტულ ადამიანებს, ვისაც ამის განსაკუთრებული საჭიროება ჰქონდა. დამუშავდა მიწა, დაითესა სხვადასხვა კულტურები, მოხდა მათი შხამ-ქიმიკატებით მომარაგებაც“, - აღნიშნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო