ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში ორი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისში სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ნიკეას ქუჩაზე, ორ სკვერში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ნიკეას ქუჩის #72 -ის მიმდებარე სკვერში დაიგება ბეტონის დეკორატიული ქვაფენილი, მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი მინი-მოედანი, საბავშვო ატრაქციონები, განათების სისტემა, დაიდგმება ძელსკამები და ურნები, დაირგვება დეკორატიული მცენარეები და გაკეთდება ღობე.

„სამუშაოებს შპს „არადანი“ ასრულებს. სკვერის მოწყობისთვის 155330 ლარი დაიხარჯება და აგვისტოს ბოლოს დასრულდება. სკვერი კეთდება ნიკეას ქუჩის#44-ის მიმდებარე ტერიტორიაზეც. აქაც მოეწყობა საბავშვო-გასართობი მოედანი, გაზონები, განათების, სარწყავი და სანიაღვრე სისტემები, დაიდგმება საპარკე სკამები და ურნები. სკვერის კეთილმოწყობისთვის 134 496 ლარია განსაზღვრული, სამუშაოებს შპს „მშენებელი2017“ ასრულებს და ივლისში უნდა დასრულდეს. „ნიკეას ქუჩა საკმაოდ დიდი დასახლებაა. ამ უბანში ახალი სკვერი კარგა ხანია არ გაკეთებულა და ახლა, ერთდროულად ორ სკვერში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ უბნის მაცხოვრებლებს სულ მალე ექნებათ თანამედროვე, კეთილმოწყობილი სარეკრეაციო ზონები“, - აცხადებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი.

მერიის ინფორმაციით, ქუთაისში, 5 მაისის შემდეგ, მუშაობა ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე განახლდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა