აჭარაში საეჭვო სიმპტომების მქონე 20 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

აჭარაში საეჭვო სიმპტომების მქონე 20 პირი გამოიკვლიეს და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

ისინი, მთელი დღის განმავლობაში, ბათუმის "ცხელების ცენტრში" იყვნენ მოთავსებული.

აჭარაში უკვე 22 დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, კლინიკა "მედალფაში" კი ორი ინფიცირებული მკურნალობს. კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პაციენტების გამოჯანმრთელებას ელოდებიან და კვირის ბოლოს ისინი სავარაუდოდ, კლინიკიდან გაეწერებიან.

ლადო პაპავა - მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია
ლევან კლიმიაშვილი - ტექნიკურ უნივერსიტეტში შუალედური გამოცდების ჩატარება გენერალური რეპეტიცია იყო ფინალური გამოცდებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ