ირაკლი ქარსელაძე -  აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანზე 208 კილომეტრი უკვე  აშენებულია, 140 კილომეტრზე მიმდინარეობს მშენებლობა და 2020 წელს 70 კილომეტრი მაგისტრალური გზის გახსნაა დაგეგმილი

ზოგადად, უნდა ითქვას, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანზე 208 კილომეტრი უკვე არის აშენებული, 140 კილომეტრზე მიმდინარეობს მშენებლობა და 2020 წელს 70 კილომეტრი მაგისტრალური გზის გახსნა არის დაგეგმილი დაწყებული ივნისიდან და ამაში შედის ხაშურის, ქუთაისის შემოვლითი და სამტრედია-გრიგოლეთის მეორე ლოტი 14 კილომეტრიანი მონაკვეთი , - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს, რიკოთის ისტორიულ, საუკუნის პროექტზე პირველი გვირაბი დღეს გაიჭრა.

„მთლიანობაში, 53 გვირაბი, 96 ხიდი - ეს არის ის, რაც უნდა აშენდეს 51 კილომეტრიან მონაკვეთზე. 2.5 მილიარდი ლარი არის ამ პროექტების ღირებულება და დღეს პირველი გვირაბი გაიჭრა და ამის პარალელურად, ჯამურად, 28 გვირაბზე მიმდინარეობს სამუშაოები. ასევე, შესაბამისი რაოდენობით უკვე 39 ხიდზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ბურჯების ამოყვანით, ხიმინჯების მოწყობით და სხვა მრავალი სამუშაოთი.

მნიშვნელოვანია ის, რომ მიუხედავად კოვიდ 19-ის გამოწვევისა, ამ შეზღუდვების ფარგლებში მიღწეული პროგრესი, რისი დადასტურებაც არის დღევანდელი დღე, 180 მეტრიანი პირველი გვირაბის გაჭრა არის დიდი მონაპოვარი. თუმცა, რა თქმა უნდა, უკვე შემუშავებულია გეგმა, ამ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, უფრო დიდი პროგრესი იქნას მიღწეული“, - აღნიშნა ქარსელაძემ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის, უშუალოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა ჩართულობა აღნიშნულ პროექტებში. ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, 70-დან 80 პროცენტამდე ჯამურად დასაქმებული არის საქართველოს მოსახლეობა.

„მთლიანობაში 2019 წელს 5 000 ადამიანი იყო დასაქმებული პროექტებში. ყველა მონაკვეთის ამოქმედებასთან ერთად ამ რიცხვის გაორმაგებას ველოდებით და შესაბამისად, უფრო მეტი ქართველი სპეციალისტის ჩართულობას ვგეგმავთ. მნიშვნელოვანია ის, რომ გარდა ყოველთვიური შემოსავლისა, რომელიც შრომის ბაზრის შესაბამისია, მნიშვნელოვანია ის უნარები, რასაც იძენენ ჩვენი თანამოქალაქეები, რაც მათ უკვე უახლოეს პერსპექტივაში კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდიან ბაზარზე.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის სოციალური ასპექტები, რომელიც ყველა მონაკვეთზე გარკვეული სახით არის წარმოჩენილი, როგორიც არის მოედნების მოწყობა სურამში, შროშაში, ზესტაფონში, ლანჩხუთში. ასევე დამატებითი დაერთებები, რომლებიც საშუალებას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად ჩართული იყოს კვლავწარმოების პროცესში. შესაბამისად, ის პოპულარული ადგილები, რომელიც წლების განმავლობაში როგორც ქვეყნის მოსახლეობას, ასევე სტუმრებს ძალიან უყვარდათ, წვდომა ექნებათ საგზაო უსაფრთხოების სრული წესების დაცვით“, - განაცხადა ქარსელაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს