გორის მერი სოფელ საქაშეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში ძლიერმა ქარმა 20 - მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. ადგილზე უკვე იმყოფებიან გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლების სახურავებთან ერთად, ქარმა იმ შენობის სახურავიც დააზიანა, რომელიც მერიას საბავშვო ბაღის მშენებლობამდე დაქირავებული აქვს. გორის მუნიციპალიტეტის მერი დაზარალებულ მოსახლეობას ადგილზე გაესაუბრა და დახმარება აღუთქვა.

მას შემდეგ, რაც მოხდება დაზიანებების დეტალური შესწავლა, მერია მოსახლეობას მაქსიმალურად დაეხმარება. ძლიერი ქარი და წვიმა სოფელ საქაშეთში დაახლოებით 20 წუთი გრძელდებოდა.

ლადო პაპავა - მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
"სილქნეტი" StopCoV ფონდში კიდევ ერთ მილიონ ლარს გადარიცხავს
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ