შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ 402 ოჯახს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცა

სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად სოფელ მეჯვრისხევში მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამყოფ ხაზთან გორის, ქართლის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან 402 ოჯახს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ.

„პროექტი კომპანია „დუთი ფრი ჯორჯიას“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ადგილზე იმყოფებოდა კომპანიის დირექტორი ომერ სალურიც. ქეთევან ციხელაშვილმა და გიორგი ხოჯევანიშვილმა მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და საქართველოს ხელისუფლების მიერ COVID-19-ის პრევენციასთან დაკავშირებით გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მათ ინფორმაცია მიაწოდეს. სახელმწიფო მინისტრის მხრიდან აღინიშნა, რომ აქტივობა არ არის ერთჯერადი ხასიათის და საბოლოო ჯამში დახმარებას საქართველოს ყველა რეგიონში გამყოფი ხაზის სოფლების სოციალურად დაუცველი თითოეული მრავალშვილიანი ოჯახი მიიღებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თედო ჯაფარიძე - არ მგონია, რომ ამერიკის "დასუსტებით" რუსეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ საკუთარი პოზიციები გაიმაგროს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2020
„ეკომარტი“ - ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების მრავალფეროვანი ონლაინ მაღაზია გაიხსნა
ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს - საუკეთესო პირობები დეპოზიტზე
ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
ხელფასის, საშემოსავლოსა და საპენსიო შენატანის გადარიცხვა ერთი ოპერაციით - მხოლოდ ტერაბანკის ბინზესბანკინგით