ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა გაუქმდა

61-დღიანი საკარანტინო მდგომარეობის შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტი გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მოქალაქეებს მიმოსვლა ყოველგვარი შეფერხების გარეშე 23 მაისიდან, „კომენდანტის საათის“ დასრულების შემდეგ შეეძლებათ.

მათივე ინფორმაციით, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებების წარმომადგენლებმა სოფელ რაჭისუბნის შესასვლელთან ბლოკ-საგუშაგოების დემონტაჟი უკვე განახორციელეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი 23 მარტს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩაიკეტა. ამ პერიოდის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, არაერთი ღონისძიება გატარდა.

აღსანიშნავია, რომ მკაცრი საკარანტინო მდგომარება ნარჩუნდება სოფელ მუშევანსა და გეტაში, სადაც მუშაობას ეპიდემიოლოგები კვლავ აქტიურად გააგრძელებენ.

„2 თვის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საკარანტინი მდგომარეობის პირობებში უწევდა ცხოვრება. ცენტრალური მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯების, მედიკოსებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი მუშაობის დამსახურებით, ჩვენ შევძელით ბოლნისის მუნიციპალიტეტში კონტროლირებადი ეპიდსიტუაცია შეგვენარჩუნებინა. ჩვენს მუნიციპალიტეტში სულ 2500-ზე მეტი „პისიარ“ ტესტი გაკეთდა და თერმოსკრინინგი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები 24-საათის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე მაქსიმალურ კონტროლს ახორციელებდნენ, ამ დახმარებისთვის კი მათ დიდ მადლობას ვუხდი. ხვალიდან შესაძლებელი იქნება მოქალაქეები ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან უპრობლემოდ გადაადგილდნენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა რჩება სოფელ მუშევანსა და გეტაში. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ კვლავ მოგვიწევს მედიკოსების მიერ დადგენილი წესების გათვალისწინება, რათა კორონავირუსმა საფრთხე მოსახლეობის ჯანმრთელობას არ შეუქმნას”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:61 დღიანი საკარანტინო მდგომარეობის შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტი გაიხსნა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს